საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 8 762 ადამიანს აქვს. მონაცემი 2024 წლის 18 მარტით არსებულ მდგომარეობას ასახავს. ამის შესახებ სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილისადმი გაგზავნილ პასუხში წერია.

სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 8 762 პირიდან, 165-ს მარტოხელა მამის სტატუსი აქვს, ხოლო ერთი კაცი მშვილებელია. რაც შეეხება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, მარტოხელა დედის სტატუსი მინიჭებული აქვს 8 582 ქალს, 14-ს კი მშვილებელი ქალის.

სტატისტიკის თანახმადვე, გასულ წელს მარტოხელა მშობლის სტატუსი სულ 2 518 ქალს და 110 კაცს მიენიჭა.