არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც ბიზნესგაერთიანების პოსტში ვკითხულობთ, ეს არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

„საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია გმობს და ემიჯნება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაშია კონსულტაციის 78-ე მუხლთან.

ასევე გმობს ძალადობას, რომელიც არღვევს გამოხატვის და შეკრების ფუნდამენტურ უფლებებს“, - აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი