საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სომხეთთან მატჩისთვის ცნობილია- ვილი სანიოლმა  ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სომხეთთან განმეორებით მატჩში ხვიჩა კვარაცხელია და გურამ კაშია ბრუნდებიან.

ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურება: 

  • გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე, გურამ კაშია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

სათადარიგო ფეხბურთელების სია კი ასეთია:

  • გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი, ლაშა დვალი, ბუდუ ზივზივაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლაცაბიძე, ირაკლი აზაროვი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ზარია, ლევან შენგელია, გიორგი გულიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს, პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ერევანში 3:0 მოიგო. ორი გოლი გიორგი მიქაუტაძემ, ერთი კი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

ორი თამაშის ჯამში გამარჯვებული ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას B დივიზიონში გაატარებს.

წყარო: tvpirveli.ge