ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
"საქართველო, მე შენთან ვარ" - ასეთი წარწერით მან სოციალურ ქსელში მაისური გამოაქვეყნა, რომელზეც საქართველოს დროშაცაა დატანილი.
ძალადობა დაგმეს და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებმაც, "ჩაკვემ", გიორგი მამარდაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ბუდუ ზივზივაძემ, ასევე, გიორგი წიტაიშვილმაც.