პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, განკარგულებით, საპატრიარქოს დაბა წყნეთში, რუსთაველისა და მაია წყნეთელის ქუჩებს შორის მდებარე მდებარე 2 014 კვ/მ მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა.
განკარგულება 17 მარტით თარიღდება.
“სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნტქის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, დაბა წყნეთში, რუსთაველისა და მაია წყნეთელის ქუჩებს შორის მდებარე 2014 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები, პირდაპირი მისყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში". - წერია განკარგულებაში.