საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც 6 თვეს უცხოეთში გაატარებენ, სახელმწიფო დაზღვევა შეუჩერდებათ. დადგენილება, რომელიც არსებულ წესს ცვლის, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 31 დეკემბერს გამოსცა.
დოკუმენტი 1 იანვრიდან ამოქმედდა.
იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საყოველთაო დაზღვევას, სერვისების მისაღებად ის ახლიდან უნდა ჩაერთვას სისტემაში - ამისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს სოციალური მომსახურების სააგენტოში ვიზიტი და განცხადების დაწერა.