კატალიზატორების ექსპორტის შეზღუდვის მიზნით მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილების თანახმად, კატალიზატორების ექსპორტი საქართველოდან 3 წლით 2026 წლის 1-ელ მაისამდე შეიზღუდება.

„2026 წლის 1 მაისამდე შეჩერდა საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხით“ განსაზღვრული შემდეგი კოდების მოქმედება: კატალიზატორის ნარჩენების, კეთილშობილ მეტალთა შემცველი გამოყენებული, გაწმენდილი კატალიზატორები; გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც შეიცავენ ოქროს, ვერცხლს, რენიუმს, როდიუმს, პალადიუმს, ირიდიუმს ან პლატინას; გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც დაბინძურებულია სახიფათო ნივთიერებებით. შესაბამისად, დღეიდან ცვლილებაში აღნიშნული კოდების მოქმედების შეჩერების ვადამდე (01.05.2026 წელი) იზღუდება კატალიზატორების ექსპორტი.

ამასთან, აღნიშნული ცვლილება არ ეხება 2023 წლის 1 მაისამდე გაცემულ ნებართვებს,“ - აღნიშნულია დადგენილებაში.