სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. დილიდან ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანა განახლდა.

შოვიდან ონის ცენტრის მიმართულებით უკვე ოთხი საევაკუაციო რეისი შესრულდა. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 80-ზე მეტი ადამიანი.

გვიან ღამით სტიქიის ზონაში დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩავიდა, მიმდინარეობდა სპეცტექნიკის და მძიმე ტექნიკის მობილიზება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში დღეს გაემგზავრა.

გვიან ღამით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში.

შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომლის ნომერია – 598 913 089.  

მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.