„ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული დაიწყო.  წელს „ქოლგა თბილისი ფოტო“ 2023 წლის 4 მაისიდან მასპინძლობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, უფასო ვორქშოფებს, სემინარებსა და პორტფოლიოების განხილვებს. საგანმანათლებლო ღონისძიებები ტარდება ფოტოექსპერტების, კურატორების და ფოტოგრაფების ხელმძღვანელობით.  ფესტივალის ფარგლებში ფოტო-პროექტებს სხვადასხვა საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს. ასევე რამდენიმე კატეგორიაში 2023 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დასახელდებიან.

ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს. ფესტივალის მიმდინარეობისას, გამოფენების გარდა ეწყობა სხვადასხვა ვორქშოფი და ლექციები ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტოს“ მიზანი საერთაშორისო ფოტოგრაფიის, სხვადასხვა ფოტოგრაფიული პოზიციის, კლასიკურის და თანამედროვეს დაკავშირებაა საქართველოსთან და ქართულ ფოტოგრაფიასთან.  გასული 21 წლის განმავლობაში მრავალმა ადგილობრივმა და უცხოელმა ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა ფოტოკვირეულში.