საქართველოსა და ჩინეთს შორის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების და სერტიფიკატების აღიარება მოხდება, - ამის შესახებ მთავრობის დადგენილება 9 ივნისს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, ის ძალაში ხელმოწერის დღესვე შევიდა.

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2025 წლის 15 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხისა და  დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმება“, - წერია დადგენილებაში.