„ოლ-პი ჯგუფი“ ღვინის სექტორისთვის კარგად ცნობილი კომპანიაა. ბრენდი იატაკის ტექნოლოგიების მიმართულებით, ღვინის სექტორის ნებისმიერ საჭიროებას პასუხობს -ქარხნების გარე ტერიტორიების, საწარმოო ზონის, საწყობებისა თუ ლაბორატორიების მოწყობის სახით.
სერვისებისა და პროდუქტების განახლებულ ასორტიმენტს კი „ოლ-პი ჯგუფი“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ღვინის სექტორისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე დეტალური ინფორმაცია „ოლ-პი ჯგუფის“ წარმომადგენლებისგან პირადად მიიღონ. ადგილზე მისული დამთვალიერებლები გაეცნობიან პროდუქტებსაც, რომლებსაც კომპანია საერთაშორისო ბრენდებთან ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებში ფლობს.
ღონისძიება 2-4 ივნისს, „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება.