nightlifepartyguide.com-ი მსოფლიოს საუკეთესო ღამის კლუბების TOP-15 აქვეყნებს, რომელთა შორის თბილისში მდებარე კლუბი ბასიანიც მოხვდა.
„ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი: ბასიანი თბილისში, საქართველოში, ქალაქის კლუბური სცენის გამძლეობისა და სულისკვეთების დასტურია. ფეხბურთის სტადიონის ქვეშ არსებულ უმოქმედო საცურაო აუზში მდებარე ბასიანს აქვს უხეში ინდუსტრიული ესთეტიკა, რომელიც მას სხვებისგან გამოარჩევს. ის ცნობილია თავისი ტექნო სცენით და გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ახალგაზრდული და LGBTQ+ მოძრაობების წინსვლაში.“- ნათქვამია „ბასიანის“ შესახებ სტატიაში.
რეიტინგში პირველ ადგილზეა ბერლინში მდებარე კლუბი Berghain. საუკეთესო კლუბებს შორის მოხვდა იბიცაზე მდებარე 4 კლუბი, ლონდონში მდებარე 2 კლუბი, 2 ამერიკული კლუბი და ა.შ. სტატიაში მე-16 ადგილზე ცალკე მოხსენიებულია გლაზგოში მდებარე The Sub Club -ი.