თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების განყოფილება მოუწოდებს რუსებს, “დროებით მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს საქართველოს დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციების გამო”. ამის შესახებ მისიის განცხადებაშია ნათქვამი.

“თბილისში მიმდინარე ქუჩის საპროტესტო აქტივობის მზარდ კონტექსტში, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს გირჩევთ, დაიცვათ უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა და, თუკი შესაძლებელია, თავი შეიკავოთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან, ასევე არ მიიღოთ მონაწილეობა პოლიტიკური ხასიათის ნებისმიერი ქმედებაში,” – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 28 ნოემბრის 7 საათიდან საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.