NDI-ის მიერ 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგებით, მოქალაქეთა უმეტესობა ამბობს, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდება.
თბილისში მცხოვრებლები ყველაზე ხშირად ამბობენ, რომ 4000 ლარზე მეტი სჭირდებათ, ხოლო სოფლებისა და ეთნიკური უმცირესობების დასახლებაში მცხოვრებთა უმეტესობის თქმით, კომფორტული ცხოვრებისთვის თვეში 2000 ლარის შემოსავალი ეყოფოდათ.