მოქალაქე ნინო ბორჩხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი ლუკა თოფურიძე ერთ-ერთმა მედიამ საზოგადოებას გააცნო როგორც ზონდერი და "ტიტუშკა", რაც, მისივე თქმით, სინამდვილეს არ შეესაბამება.
მოქალაქე ამტკიცებს, რომ ოჯახის წევრებმა ეს საჯაროდ დააფიქსირეს, მედიას ინფორმაციის გადამოწმება და დაზუსტება სთხოვეს, თუმცა, ამ კონკრეტული მედიიდან მას არავინ დაკავშირებია.
"მთავარი არხი•Mtavari Arkhi იდენტიფიცირება "შეძელით" ერთადერთი ადმიანის, რომელიც უნიღბოდაა და მსხვერპლს ეხმარება? რატომ არ მირეკავთ კომენტარისთვის? ჩემი შვილია ლუკა თოფურიძე. არც ტიტუშკაა, არც ზონდერი. არც დაჯგუფების წევრი. არც მაგ საქმეზე მისულა იქ. ან ის ქარდი ჩამოხსენით და მოძალადეების სახელები დაწერეთ სწორად, ან დამელოდეთ, რას ვიზამ, ეს ყველაფერი რომ მორჩება. ლუკას ცოლმა, მამამ და დედამ, სამივემ დავწერეთ საჯაროდ, რა მოხდა და რატომ იყო იქ. ველოდები თქვენგან პასუხს" - წერს ნინო ბორჩხაძე.