მოკვდაობის ზოგადი კოეფიციენტი (გარდაცვლილთა რიცხოვნობა მოსახლეობის 1000 კაცზე) ყველაზე მაღალი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშია. საქსტატის 2022 წლის მონაცემების თანახმად ცაგერში 1000 კაცზე გარდაცვლილთა რაოდენობა 30.2-ია, ლენტეხში 26. ონში კი 24.8. ათეულში ასევე შედიან ტყიბული 22.2, ბაღდათი 21.9, აბაშა 20.8, თიანეთი 20.8, ყაზბეგი20,7, ამბროლაური 19.9.
65 მუნიციპალიტეტიდან ქუთაისი 29-ე ადგილზეა 16.3 კოეფიციენტით, ზუგდიდი 36-ე 14.6 , თელავი მე-40 კოეფიციენტი 13.8, გორი 45-ე კოეფიციენტი 13.4, ბათუმი 62-ე კოეფიციენტი 9.9.
რაც შეეხება იმ მუნიციპალიტეტების ათეულს სადაც მოკვდავობის ყველაზე დაბალი კოეფიციენტია, ასე გამოიყურება.
ახალქალაქი 11.5, შუახევი 11.4, საგარეჯო 11.2, ბოლნისი 11, წალკა 10.9, ხულო 10.8, ასპინძა 10.6, ბათუმი 9.9, ხელვაჩაური 9.9, რუსთავი 9.2, მარნეული 9.