თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირზე გზის შეკეთების სამუშაოებზე ჯამში 28,4 მილიონი ლარის ღირებულების 4 ტენდერი გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერია:

8 781 045 ლარის ტენდერს აცხადებს ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით გზის რეაბილიტაციაზე;

8 464 123 ლარის ტენდერს კი მოიცავს მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით გზის შეკეთების სამუშაოებისთვის.

6 812 435 ლარის ტენდერს აცხადებს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე.

4 382 808 ლარი გათვალისწინებულია კოსტავას ქუჩის (თ. ჭოველიძის ქუჩიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე) მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისთვის.

სატენდერო წინადადებების მიღება 9 იანვარს დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება.