მელოდი კომპაქტი მცენარეთა დაცვის ინოვაციური საშუალებების მწარმოებელი კომპანიის BAYER-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფუნგიციდია. ის სისტემური მოქმედებით გამოირჩევა და გამოიყენება სამკურნალო, პროფილაქტიკური და ანტისპორულანტური დანიშნულებით, რაც უზრუნველყოფს ვაზის დაავადებისგან ეფექტურ დაცვასა და ჯანსაღი მოსავლის მიღებას.

მელოდი კომპაქტის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები სპილენძის ქლორჟანგი და იპროვალიკარბია. იპროვალიკარბის დამსახურებით ფუნგიციდი სპორების ჩაზრდის პრევენციას ახდენს, ასევე, აჩერებს ინფექციას მისი წარმოქმნიდან პირველი ორი დღის განმავლობაში. სპილენძის ქლორჟანგი კი მოქმედებს პროფილაქტიკური დანიშნულებით მცენარეში სპორების ჩაზრდისა და სოკოების შეღწევის წინააღმდეგ. ფუნგიციდის შემადგენლობისა და მოქმედების მექანიზმის წყალობით, მელოდი კომპაქტი მაღალეფექტურია დაავადების მდგრადი ფორმების წინააღმდეგაც, რაც მას სხვა კონკურენტი პროდუქტებისგან გამოარჩევს. რაც მთავარია, ფუნგიციდი არის უსაფრთხო და არ ახდენს რაიმე გავლენას ღვინის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებზე.

რისთვის და როგორ გამოიყენება მელოდი კომპაქტი?

მელოდი კომპაქტი უმეტესად ვაზის ჭრაქის წინააღმდეგ გამოიყენება, თუმცა ის ასევე მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა პომიდვრის, კარტოფილის, ხახვის, წითელი წიწაკისა და კიტრის დაავადებების წინააღმდეგ.

პრეპარატი წარმოდგენილია წყალში ადვილად ხსნადი გრანულების სახით, რაც ფუნგიციდის გამოყენებას განსაკუთრებით ამარტივებს და მოსახერხებელს ხდის. მელოდი კომპაქტზე მეტის გასაგებად და გამოყენების უფრო დეტალური ინსტრუქციისთვის მიმართეთ „აგროსფეროს“ კონსულტანტებს. პროდუქტის შესაძენად კი ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს ან/და მის მაღაზიათა ქსელს.