მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასების 7.5% კლება დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. უწყების მონაცემებით, ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.1%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.0%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.7%).
ფარმაცევტულ ბაზარზე განხორციელებული რეფორმების შედეგად, რაც თურქეთის ბაზრის გახსნას და რეფერენტული ფასების დაწესებაში გამოიხატება, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, ფასები მკვეთრად, 70%-მდე შემცირდა.