ლერი ხაბელოვი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ სეოკ-ის მოქმედი ხელმძღვანელი იყო – ოლიმპიური ჩემპიონი, ხუთგზის მსოფლიოს და ოთხგზის ევროპის ჩემპიონი ლერი ხაბელოვი.

დელეგატებმა ასევე აირჩიეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტები, გენერალურ მდივანი, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, სეოკ-ის საპატიო წევრები. სეოკ-ის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომზადდა 35 წუთიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც ასახულია დამოუკიდებელი ქართული ოლიმპიური მოძრაობის ისტორია. ასევე გამოიცა საიუბილეო კრებული.

დღესვე გაიმართება სხვადასხვა ნომინაციებში 2024 წლის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი.