სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ხვალ საქართველოს ყველა რეგიონში თეთრხალათიანთა აქციას აანონსებს.
"დღეს ექიმთა საინიციატივო ჯგუფის შეკრებაზე გადაწყდა, რომ ხვალ სამედიცინო დაწესებულებების წინ 16:00 საათზე, საქართველოს ყველა რეგიონში, ჩატარდეს თეთრხალათიანთა აქცია.
შემდეგი ძირითადი გზავნილებით:
1. ვემხრობით საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
2. შეწყდეს დემონსტრანტების
ჯანმრთელობის დაზიანება
3. ვგმობთ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას" - წერია განცხადებაში.