გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა ზოგან ძლიერი.
3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ძალიან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
meteo.gov.ge-ის თანახმად ხვალ დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 20-25 მ/წ იქნება.
ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე მიწის ზედაპირთან 20 მ/წ აღემატება ქარიშხლის კატეგორიაში გადის.