გერმანიაში გაფიცულმა ქართველმა და უზბეკმა მძღოლებმა გამარჯვება მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „მაუწყებელი“ ავრცელებს.

გერმანიაში სატვირთო მანქანების 200-მდე მძღოლი თითქმის ერთი თვის განმავლობაში იყო გაფიცული. მათ შორის იყვნენ ქართველი, უზბეკი და ფილიპინელი მძღოლები. მძღოლები დამსაქმებელს - პოლონურ გადამზიდავ კომპანიას, კუთვნილ ანაზღაურებას სთხოვდნენ რომელიც, „მაუწყებლის“ ინფორმაციით, თითქმის 60 დღის განმავლობაში არ ჰქონდათ მიღებული. მძღოლები დამსაქმებლის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზეც საუბრობდნენ.

უპრეცედენტო სოლიდარობისა და მხარდაჭერის, გაფიცულების ერთიანობის ფონზე, პოლონური კომპანია იძულებული გახდა მათთვის სრულად აენაზღაურებინა კუთვნილი ხელფასები, - წერს „მაუწყებელი“.

ფოტო: მაუწყებელი