გალფში ტრადიციული საზაფხულო გათამაშება - „ჩაასხი და მოიგე!“ დაიწყო.
გათამაშება გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში, 19 ივნისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით და ყოველ თვეს გათამაშდება 3 ავტომობილი 2023 წლის "Kia Sportage", 3 კვადროციკლი, სპორტულ მაღაზიათა 3,000 ლარიანი ვაუჩერი - 6 ერთეული და "1,000 ლიტრი საწვავი" - 9 ერთეული.
წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია. საწვავის 30 ლარის შენაძენზე მიიღებთ გათამაშების 1 ელექტრონულ ბილეთს, 50 ლარზე - 2 ბილეთს ხოლო 100 ლარზე ზევით შენაძენზე - 5 ბილეთს.
მიმდინარე ბილეთების ნახვა შესაძლებელია გათამაშების სპეციალურ ვებგვერდზე - www.GulfClub.ge;
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია საწვავის ჩასხმის დროს იქონიოთ Gulf Club-ის ბარათი. იმ შემთხვევაში, თუ ჯერ არ ხართ გალფ კლუბის წევრი, ბარათის მიღება შეგიძლიათ გალფის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე და გალფ სთორის მაღაზიათა ქსელში.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამი თვის განმავლობაში თვეში ერთხელ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, 17:30 საათზე. გათამაშების დღეებია:
- 20 ივლისი;
- 17 აგვისტო;
- 14 სექტემბერი;
თითოეული გათამაშების პირდაპირ ეთერში გამოვლინდება 7 გამარჯვებული.
გისურვებთ წარმატებებს!