„ფრანგულმა კომპანიამ პირველი ვერტმფრენი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში უნდა მოგვაწოდოს“, - ამის შესახებ შს მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება ფრანგულ კომპანიასთან 2022 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა.
„რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენების საკითხს, არაერთხელ გავაცანით საზოგადოებას ჩვენი გეგმებისა და კონკრეტული ღონისძიებების შესახებ. კიდევ გაგიმეორებთ, რომ საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ფრანგულ კომპანიასთან „ეარბას ჰელიკოპტერთან" ხელშეკრულება გაფორმდა 2022 წლის 19 დეკემბერს. შვეულმფრენები, რომელსაც სამინისტრო ყიდულობს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია შეასრულოს საპოლიციო-სატრანსპორტო-სამძებრო და სამაშველო ოპერაციები. პირველი ვერტმფრენი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ და შემდეგ უკვე დანარჩენი ორი," - განაცხადა გომელაურმა.