„ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალ კაშხალს შორისაა. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „ენგური ატრაქცია“ ავრცელებს, რომელიც სახელმწიფო საწარმოა და მისი მიზანი ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და შემდგომში მისი მართვაა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს ყველაზე მაღალი კაშხლების ათეულში ენგურჰესი მე-8 პოზიციაზეა.

გთავაზობთ, მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალ კაშხალს:

  • Jinping-I - სიმაღლე 305 მეტრი, დასრულების თარიღი - 2013 წელი, ჩინეთი.
  • Nurek - სიმაღლე 300 მეტრი, დასრულების თარიღი - 1980 წელი, ტაჯიკეთი.
  • Lianghekou - სიმაღლე 295 მეტრი, დასრულების თარიღი - 2021 წელი, ჩინეთი.
  • Xiaowan - სიმაღლე 292 მეტრი, დასრულების თარიღი - 2010 წელი, ჩინეთი.
  • Baihetan - სიმაღლე 289 მეტრი, დასრულების თარიღი - 2021 წელი, ჩინეთი.
  • Xiluodu - სიმაღლე 285.5 მეტრი, დასრულების თარიღი - 2013 წელი, ჩინეთი.
  • Grande Dixence - სიმაღლე 285 მეტრი, დასრულების თარიღი - 1964 წელი, შვეიცარია.
  • Enguri - სიმაღლე 271.5 მეტრი, დასრულების თარიღი - 1978 წელი, საქართველო.
  • Yusufeli - სიმაღლე 270 მეტრი, დასრულების თარიღი - 2021 წელი, თურქეთი.
  • Vajont - სიმაღლე 261.6 მეტრი, დასრულების თარიღი - 1959 წელი, იტალია.