თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გმირ კურსანტთა, ქერჩის, კაჭარავას, ზარზმის, დავით თავხელიძის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზამბარელის, ილორის, ხიზაბავრის და ევგენი ხარაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს და დიდუბის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ვაშლიჯვრის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, ლუბლიანას, გივი ჟვანიას, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალის, ჯონ შალიკაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, დისევის, ჩაჩავას, გივი კვიჭიძის, სერგი ცხაკაიას, პეტრე იბერის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.