გლობალური დათბობა, რომელიც ხასიათდება მაღალი საშუალო ტემპერატურით, დიდი ოდენობის ნალექებით და გვალვის ხანგრძლივობით, შეიძლება გამოიწვიოს დენგეს ცხელების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) წარმომადგენელმა განაცხადა..

„მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს ემუქრება დენგეს ცხელება დაახლოებით 129 ქვეყანაში“, - განაცხადა ჯანმო-ს ტროპიკული დაავადებების კონტროლის გლობალური პროგრამის ხელმძღვანელმა ექიმმა რამან ვალაიუდანმა.

„ჩვენი შეფასებით, ყოველწლიურად დაავადების 100-დან 400 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება. დენგე არის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექცია, რომელიც ადამიანებს კოღოებით გადაეცემა. ადამიანების უმეტესობას, ვინც დენგეს აწუხებს, არ აქვს სიმპტომები და გამოჯანმრთელდება ერთ-ორ კვირაში. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს აქვს მძიმე დენგე და საჭიროებს საავადმყოფოში მკურნალობას,“- აღნიშნა მან.

მისი თქმით, ერთადერთი ვაქცინა, რომელიც ამჟამად ბაზარზეა, არის Sanofi Pasteur ვაქცინა, ეს ვაქცინა დარეგისტრირებულია თითქმის 20 ქვეყანაში.

ჯანმო-ს შეფასებით, კოღოებით გადამდები ვირუსი წელიწადში 40,000-დან 70,000-მდე სიკვდილს იწვევს.  დაავადების სიკვდილიანობა ქვეყნების უმრავლესობაში დაახლოებით 1%-ზე ნაკლებია. ჯანდაცვის ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად  ეს კიდევ უფრო შემცირდება.

საქართველოში ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა 2013 წელს, შემდეგ კი 2016 წელს დაფიქსირდა.