ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომელთაც SARS-CoV-2-ის ვირუსი ჰქონდათ, მეტად არიან ალცჰაიმერთან დაკავშირებული ბიომარკერების განვითარების რისკის ქვეშ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვარაუდობენ, რომ ვირუსის მსუბუქმა ან საშუალო დონემაც კი შეიძლება დააჩქაროს ბიოლოგიური პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს ალცჰაიმერთან დაკავშირებული ბეტა-ამილოიდური ცილების დაგროვებას. აი, რას გვეუბნებიან მეცნიერები:
„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ კოვიდი განაპირობებს ცვლილებებს, რომლებიც ნეიროდეგენერაციულ დაავადებაზე ზემოქმედებს. ვფიქრობთ, ეს იმ ანთებითი პროცესებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რასაც კოვიდი გვთავაზობს. თუმცა ის, თუ როგორ ზემოქმედებს ეს ანთებითი პროცესი ტვინსა და ცვლილებებზე ამილოიდში ჯერ სრულად გარკვეული არ არის. პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ SARS-CoV-2-ის ვირუსი ამ ცვლილებებს იწვევს ან თუ ასეა, როგორ ზრდის ინფექციის თითოეული ეპიზოდი მათ. თუმცა ჩვენი მიგნებებით დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ კოვიდი მომავალში ალცჰაიმერის რისკებს გაზრდის განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომელთაც მანამდეც ჰქონდათ სხვა რისკ-ფაქტორები. ეს ზუსტად ისე მოხდება, როგორც სხვა ინფექციების შემთხვევაში“.
მეცნიერები UK Biobank-ის 1252 მონაწილეს დააკვირდნენ, რომელთა ასაკი 46-დან 80 წლამდე მერყეობდა, მოიცავდა მონაცემებს კოვიდამდე და მას შემდეგ. მათ კოვიდგადატანილი მონაწილეების ბიომარკერები იმ პირებს შეადარეს, რომლებსაც მსგავსი თვისებები ჰქონდათ, თუმცა წარსულში რაიმე ინფექცია არ გადაუტანიათ.
როგორც აღმოჩნდა, მეტად სავარაუდოა, რომ კოვიდის ისტორიის მქონე ადამიანებს სისხლის ცილებში კონკრეტული ცვლილებები განუვითარდეს, რასაც მანამდე არსებული კვლევები ტვინში ბეტა-ამილოიდის პათოლოგიას უკავშირებდა. ცვლილებების მასშტაბს, რომელსაც მკვლევრები აქ მოიაზრებენ, APOE4 ეწოდება და ალცჰაიმერის დაავადების დადგენილ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. ცვლილება კი მეტად დრამატული იქნება იმ ადამიანებში, რომლებსაც კოვიდის გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ და იმ პირებისთვის, რომელთაც ალცჰაიმერის სხვა რისკ-ფაქტორებიც, მათ შორის ჰიპერტენზია, აქვთ.
„საბოლოოდ, რაც უფრო მეტი ვიცით დემენციის რისკების შესახებ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება მასთან გასამკლავებლად, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც ჩვენ კონტროლ ქვეშაა, იქნება ეს ცხოვრების წესი, კვების რაციონი თუ ვაქცინები და დაავადების მკურნალობის ადრეული მაჩვენებლები“, — აცხადებენ მკვლევრები.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული დაავადების შესახებ მეცნიერებმა არც ისე ბევრი იციან, მსგავსი კვლევები მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შედარებით ახალი ნაშრომია და ყველაფრის დაზუსტებით თქმას კიდევ არაერთი კვლევა დასჭირდება…
წყარო: marketer.ge