ბელგიამ  ე.წ „უსაფრთხო“ ქვეყნების სია განაახლა, დოკუმენტში საქართველო აღარაა.  

სამეფომ სიის გამოქვეყნების შესახებ განკარგულება ორშაბათს გასცა. ბელგიური მედიის ცნობით  "უსაფრთხო" ქვეყნების ნუსხაში არიან: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, სერბეთი, მონტენეგრო და ინდოეთი.  საქართველო კი ამ სიიდან ამოღებულია.