ბათუმში 2024 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 14%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,141 აშშ დოლარი შეადგინა. Colliers Georgia-ს ინფორმაციით,  ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 11%-ით, კვ.მ.-ზე 1,014 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

„ბათუმში 2024 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 27%-იანი კლება დაფიქსირდა.  

2024 წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 17%-ით, 1,506 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 33%-ით გაიზარდა და 82 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.