მმართველმა პარტიამ მიიღო მაღალი მხარდაჭერა — 81%, თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ ,რომ, მიუხედავად მაღალი მხარდაჭერისა, აქტივობა დაბალი იყო — მხოლოდ 41%, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას იღებდა მოსახლეობის მცირე ნაწილი, - ასე ფიქრობს ეკონომისტი ნიკა შენგელია. 

მისი თქმით, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით — განსაკუთრებით ეკონომიკის, სოციალური უთანასწორობისა და პოლიტიკური პოლარიზაციის გამო.

"1) საქართველოს პოლიტიკური მომავალისთვის დიდ გავლენას ახდენს ევროკავშირთან ინტეგრაცია და რუსეთის ზეგავლენა.

2) ამ შედეგების მიხედვით აშკარა ხდება, რომ პოლიტიკურ დიალოგსა და საერთო დისკურსს მეტი ყურადღება სჭირდება. გამოწვევების გადაჭრა ვერ მოხდება მხოლოდ ერთპარტიული უმრავლესობით.

გვახსოვდეს, არჩევნები მხოლოდ პროცესი არ არის — ეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.

მმართველ პარტიას დიდი მხარდაჭერა აქვს, თუმცა საზოგადოებაში ნდობა და კრიტიკა ნაკლებად შესამჩნევია.რეკომენდაციები, რომელზეც უნდა ვიფიქროთ, რათა ეროვნული ერთობა და განვითარება გაიზარდოს,(თუ ვინმეს აინტერებს)

1) მეტი პასუხისმგებლობა და ღია კომუნიკაცია — ხალხი ელოდება სიმართლეს და ანგარიშვალდებულებას.

2) ინოვაციური და კომპეტენტური კადრების გაძლიერება — მეტი პროფესიონალიზმი და ახალი ხედვები ეკონომიკასა და სოციალურ სფეროებში.

3) გუნდური მუშაობის და კომუნიკაციის ჰარმონიზაცია — უთანხმოება და პირადი განცხადებები ხელს უშლის საერთო მიზნების მიღწევას.

4) ხალხთან მეტი კონტაქტი და ემპათია — ცივი ბიუროკრატია არ აკმაყოფილებს თანამედროვე გამოწვევებს.

5) კადრების შერჩევა კომპეტენციაზე და შედეგებზე დაყრდნობით, არა მხოლოდ პარტიულ ლოიალობაზე.

6) შეცდომების აღიარება და სწორი კადრების დანიშვნა არის ქვეყნის განვითარების და ნდობის აღდგენის ერთადერთი გზა," - წერს ნიკოლოზ შენგელია სოციალურ ქსელში.