5 მაისს 18.00 და 19 საათზე ქოლგა თბილისი ფოტო 2025 ის ფარგლებში თიბისი კონცეპტში გაიმართება
ამერიკელი და ინგლისელი ფოტოგრაფების ბაირონ სმიტისა და ჯაილზ კლარკის ლექციები:
ბაირონ სმიტის - ძირითადი ფოკუსი: თხრობის მართვა ფოტოების მეშვეობით
და ჯაილზ კლარკის - კონფლიქტებისას მოსახლეობის მსხვერპლის გაშუქება.
ბაირონ სმითი თვალს მიადევნებს ცვალებად მოგზაურობას ადგილობრივი გაზეთებიდან გლობალური კონფლიქტების ზონებამდე და ამით აჩვენებს, რამდენად არის ყოველი ფოტო ავტორის გაცნობიერებული აქტი, თუ რისი დანახვა და ჩვენება სურს მას და რა სახის ღრმა ადამიანური ისტორია უდევს საფუძვლად მათ. ძლიერი ფოტოების სერიის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ნიუ იორკს, ბრაზილიას, საბერძნეთს, მოსულს, სუდანსა და უკრაინას, სმითი ანგრევს ვიზუალური თხრობის ხელოვნებას და აჩვენებს, რომ ფოტოგრაფის ძირითადი ფოკუსი არ გულისხმობს მხოლოდ ტექნიკურ სიზუსტეს, არამედ საკუთარი თვალით ნახვას, პერსპექტივების შეცვლას და ერთმანეთთან დაკავშირებული ჩვენი ადამიანური გამოცდილების სიღრმისეულ, უფრო ნიუანსურ გაგებას.
მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო აშშ-ს ისეთი მნიშვნელოვან ქალაქებში, როგორებიცაა ნიუ იორკი, ვაშინგტონი და ჩიკაგო, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით — გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთში, უნგრეთსა და ფინეთში. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია New York Times-ში, Wall Street Journal-ში, Getty Images-ში, Le Monde-ში, The Sunday Times-ში, The Guardian-ში, Der Spiegel-სა და VICE Magazine-ში, ასევე, მომზადებული აქვს ნამუშევარი CNN-ისთვის. ის იყო გაერთიანება VII Mentorship Program-ის წევრი 2023-2024 წლებში.
ჯაილზ კლარკი უკანასკნელი 18 წლის მანძილზე აშუქებდა ჰუმანიტარული კრიზისის ყველაზე სერიოზულ ზონებს მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში - იემენიდან სომალიმდე, ერაყამდე, უკრაინამდე და 2025 წლის დასაწყისში — სუდანამდე. მისი ყურადღება ძირითადად კონცენტრირებული იყო იმ ფასის გადახდასა და მსხვერპლზე, რომელიც მოქალაქეებმა გაიღეს; ასევე, სოციალური და ეკოლოგიური უსამართლობის ბევრ სხვა პრობლემაზე.
კლარკი წარმოადგენს ფოტოებს, გააზიარებს ამბებს ამ რეგიონებიდან ზოგიერთში მუშაობის შესახებ და დამწყებ ფოტოჟურნალისტებს, რომელთაც ჩვენს მუდმივად ცვალებად სამყაროში განსაკუთრებით პრობლემური საკითხების დოკუმენტირება სურთ, რჩევებს მისცემს.
ჯაილზ კლარკი გაერთიანებულ სამეფოში დაბადებული ფოტოჟურნალისტია, რომლის ინტერესის სფეროა მიმდინარე და კონფლიქტების შემდგომი მსოფლიო პრობლემების ამაღელვებელი მომენტები. ფოტოგრაფის კარიერა მან დასავლეთ ბერლინში, 1980-იანი წლების შუა ხანებში დაიწყო, როცა ცივი ომი აპოგეას აღწევდა. ის სატელევიზიო ახალი ამბების ოპერატორის თანაშემწედ მუშაობდა. შემდეგ კლარკმა 12 წელი ლონდონსა და აშშ-ში გაატარა, სადაც 1989 წლიდან შავ-თეთრი ფოტოების პროფესიონალ მბეჭდავად მუშაობდა. შემდეგ კი, 1995 წელს საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა, სადაც გააგრძელა ფოტოების ბეჭდვა, სანამ რიჩარდ ავედონის ფოტოლაბორატორიაში არ მოხვდა.
ლოს ანჯელესში Channel 4-ზე (UK) ხუთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, კლარკმა დაიწყო ბჰოპალიდან (ინდოეთი) რეპორტაჟების მომზადება, 1984 წელს Union Carbide-ის ბუნებრივ აირთან დაკავშირებული კატასტროფის ტოქსიკური მემკვიდრეობის შესახებ. 2013 წელს კლარკმა Getty Images Reportage-თან ხელშეკრულება გააფორმა და დღესდღეობით ახალ ამბებს და თემატურ გამოსახულებებს Getty Images-ის მეშვეობით ამზადებს მოწვეული ავტორის რანგში.
2016 წელს კლარკმა ბ-ნ ბან კი-მუნთან ერთად 40-ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურა, რომ ფირზე აღებეჭდა გაეროს გენერალური მდივნის ამ რანგში მოღვაწეობის ბოლო წელი. ასევე, 2016 წელს, აშშ-ს ფოტოგრაფების ეროვნულმა ასოციაციამ კლარკს პირველი პრემია მიანიჭა კატეგორიაში „ეკოლოგიური ფოტოისტორია“ ნამუშევრისთვის „დროის ფლანგვა“, რომელიც ჰაიტიში იყო გადაღებული.
2017 წელს მას გადასცეს ლუსის ქანდაკება კარნეგი ჰოლში ნამუშევრისთვის „იემენი კრიზისშია“. 2021 წელს კლარკმა PX3 Prix De La Photographie Paris-ის ოქროს ჯილდო მიიღო ნამუშევრისთვის, რომელიც აშუქებს იემენს. იმავე წლის სექტემბერში მისი ნამუშევრები, სათაურით „იემენი: კონფლიქტი+ქაოსი“ გამოიფინა Visa pour L'Image-ში, პერპინიანში. 2021 წლის დეკემბერში კლარკი დააჯილდოვეს WARS Photography Award-ით, რომელიც იტალიაში დააფუძნა Associazione 46 Parallelo / Atlante Delle Wars-მა. 2022 წლის ოქტომბერში კლარკი შარჯას მთავრობამ დააჯილდოვა იმ დროს მისი ბოლო ნამუშევრისთვის, რომელიც სალვადორის ციხეში არსებულ მდგომარეობაზე მოგვითხრობდა.