„112 აგზავნის მესიჯებს და რა? რა უნდა გააკეთო, მესიჯს რომ მიიღებ? ეს იგივეა, მოვიდეს მესიჯი, რომ არის საჰაერო განგაში და ქვეყანას არ ჰქონდეს თავშესაფარი ბუნკერები“, - ამის შესახებ თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, ირაკლი როსტომაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ყველა ქვეყანაში არის საშიშროების ხარისხის ნუმერაცია ან ფერებით აღნიშვნა. მოსალოდნელი სტიქიის შემთხვევაში საინფორმაციო საშუალებები გადმოსცემენ განგაშის „ფერს“- ეს საკმარისია იმისთვის, ავტომატურ რეჟიმში, თუ როგორ უნდა იმოქმედოს: მოსახლეობამ, პოლიციამ, ჯარმა, საავადმყოფოებმა, მოხალისეებმა, სასწავლო დაწესებულებებმა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ა.შ. მერე კი არ ხდება თოვლმავალის შეძენა (თუნდაც დაჩქარებული ტენდერით).

ამისათვის საჭიროა მუდმივი მზადება, თანაც ამის დაწყება ბევრად ადრეა აუცილებელი! 112 აგზავნის მესიჯებს... და რა? რა უნდა გააკეთო, მესიჯს რომ მიიღებ? ეს იგივეა, მოვიდეს მესიჯი რომ არის საჰაერო განგაში, და ქვეყანას არ ჰქონდეს თავშესაფარი ბუნკერები...

ცხადია, ყველა სახლს სახელმწიფო ვერ გაასუფთავებს თოვლისაგან, მაგრამ 100% სახელმწიფოს ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, მოსახლეობის ინფორმირება, ინსტრუქტაჟის ჩატარება (წინასწარ!) - როგორ უნდა იმოქმედონ კრიტიკულ სიტუაციაში, ხანძრის, მეწყერის, წყალდიდობის, დიდთოვლობის და ა.შ. შემთხვევაში.

დაახლოებით ისე, როგორც თვითმფრინავში ბორტგამცილებელი დეტალურად ჰყვება რა უნდა გააკეთონ მგზავრებმა, საჭიროების შემთხვევაში. აუცილებელია, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვის კურსების შემოღება!“, - წერს ირაკლი როსტომაშვილი სოციალურ ქსელში.