ყოფილმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი დადო ქვეყნისთვის კრიტიკულ პოლიტიკურ პერიოდში მას შემდეგ, რაც მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეაჩერა, - ამის შესახებ BBC-ი წერს.
სტატიაში აღნიშნულია რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში, თუმცა, მას გაყალბებაში სდებენ ბრალს და ახალი არჩევნების მოთხოვნით თვეზე მეტია ქუჩის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
BBC -ი ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ ბოლო წლებში სულ უფრო ავტორიტარული ხდება. სახელისუფლებო პარტიამ მიიღო რუსული სტილის კანონები, რომელთა სამიზნე მედია და არასამთავრობო ჯგუფები და ლგბტ თემია.
„ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა, დასავლეთს „გლობალური ომის პარტია" უწოდა, რითაც აბუჩად აიგდო ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მისი გაცხადებული მიზანი“, - წერს BBC -ი.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციას ქვეყნის კონსტიტუციაც ითვალისწინებს.