თბილისში, საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ გრძელდება ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები.
"თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის მე-9 დღეს ქართველი ხალხი სასტიკი ტერორითა და რეპრესიებით ხვდება.ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები - გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.