რუსულმა კომპანიებმა საქართველოში ფრენები შესაძლოა მომავალი კვირიდან დაიწყონ, ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც საავიაციო წრიდანაა.
„რუსეთიდან საქართველოში ფრენების დაწყება მომავალ კვირას იგეგმება“, - განაცხადა წყარომ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 15 მაისიდან გააუქმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და ასევე გააუქმა რუსული ავიახაზების აკრძალვა ქვეყანაში პირდაპირი ფრენების შესახებ.