სტუდენტური პარლამენტი საგანგებო განცხადებას აკეთებს და ახალი მოწვევის პარლამენტთან, უნდობლობის ნიშნად ყველანაირ თანამშრომლობას წყვეტს.
“გვინდა დეკლარირებულად განვაცხადოთ რომ, 2024 წლის არჩევნები გაყალბებული და მიტაცებული „ქართული ოცნების“ მიერ.
შესაბამისად პარლამენტი რომელიც შეიკრიბება ხვალ, ამ არჩევნების შედეგების მიხედვით არის არალეგიტიმური.
პარლამენტის არალეგიტიმურობა დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ და ქართულმა საზოგადოებამ.ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ეს არჩევნები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, ჩვენ „საქართველოს სრუდენტური პარლამენტი“ ვწყვეტთ ყოველგვარ კავშირს და ურთიერთობას არალეგიტიმურ პარლამენტთან, ვაჩერებთ ყველა პროექტს და კოორდინაციას და უარს ვაცხადებთ რაიმე ფორმით საქმიან და სამუშაო ურთიერთობაზე არალეგიტიმურ პარლამენტთან! თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ორგანიზაცია „სტუდენტური პარლამენტი“ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით და არსებული პოლიტიკური ვითარების გააზრებით ვაგრძელებთ მუშაობას და აქტიურ პოზიციონირებას ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განსამუხტად და ახალი არჩევნების დასანიშნად.
ამისათვის ერთადერთ და სწორ გზად მიგვაჩნია აქტიური კოორდინაცია პრო-დასავლურ ოპოზიციასთან, რომელიც იბრძვის ქვეყნის დასავლური მომავლისთვის. მნიშვნელოვან და ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ინიციატივად მიგვაჩნია „ალტერნატიული სახალხო პარმალენტის“ შექმნის იდეა, რასაც ვუერთდებით და მაქსიმალურად ვეცდებით ახალგაზრდობის ჩართულობას ამ ინიციატივის განხორციელებაში” - ნათქვამია განცხადებაში.