საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად აღარ ჰყავს. საქართველოს ჰყავს აგენტურული, რადიკალური ოპოზიციის ნირწამხდარი ლიდერი, - ამის შესახებ“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის აგენტურული ოპოზიციის კოორდინატორი და არა პრეზიდენტი.

„ახლა, ვინც გახარიას მისცა ხმა, იმ ხალხს მივმართავ, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე. „ნაცი“ რომ არ გეგონათ და ბიძინა ივანიშვილის პროექტი გგონიათ დღემდე, ამ პარტიას არჩევნებამდე დღეებით ადრე [ოპოზიციიზ] ოთხეულში ასახელებდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მაინც ვერ დაიჯერეთ. გაექცა ერთხელ და მერე უკან აღარ დაიხია და „ოთხეული“ იძახა. მაინც ვერ დაიჯერეთ, რომ ეს კაცი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ნაწილი იყო და აგენტურული პარტიების ერთ-ერთი ნაწილი იყო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ოთხივე პარტიის ლიდერები არიან აგენტურული კოალიციის წარმომადგენლები, რომელთა კოორდინატორად დანიშნულია სალომე ზურაბიშვილი და არავითარი პრეზიდენტი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის,