საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 3 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ ფიქრობს, რომ 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა არის არაკონსტიტუციური.
"საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია:
მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ ეჭვქვეშ დააყენა მისი ლეგიტიმაცია.
მე უარი ვთქვი პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია არავის ცნობს ჩემს შემცვლელად.
ჩემი მიმართვა განხილვის მოლოდინშია საკონსტიტუციო სასამართლოში", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.