დღეს, 11:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთან კაბინეტის სხდომა გაიმართება.
ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხს განიხილავს:
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „კურორტი საირმესათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „გრანატის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და სს „ალმოჯის“ შორის „ქვემო თელეთის მზის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და სს „ალტოს“ შორის „ქვემო თელეთის მზის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „დიემენ ვინდს“ შორის „ქუთაისის ქარის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯეო ფაუერს“ შორის „ძეგვი ჰესი“ ელექტროსადგურის შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ მომხსენებელი: ლ. ჟორჟოლიანი