სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს ინდივიდუალური სანქციების გამოცხადება თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც რეპრესიების ორკესტრირებაზე არიან პასუხისმგებელი, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ჯო უილსონი წერს, „საქართველოს დე ფაქტო მთავრობამ მთლიანად მოიშორა ნებისმიერი პრეტენზია დემოკრატიაზე, დაიწყო უდანაშაულო აქტივისტებისა და მშვიდობიანი ოპოზიციის წევრების დაპატიმრება მათ სახლებსა და სამუშაო ადგილებზე“.
„ეჭვგარეშეა, რომ „ქართული ოცნება“ იყენებს კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას. აშშ მთავრობამ უნდა უპასუხოს იმ პირების დასასჯელად, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობასა და სისასტიკეზე უდანაშაულო ქართველების წინააღმდეგ. თუ ახლავე არ ვიმოქმედებთ, „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ძალადობის კამპანიის გაძლიერებას იმ დონემდე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს ამ ქვეყანაში. სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს ინდივიდუალური სანქციების გამოცხადება თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიების ორკესტრირებაზე. მე მოვუწოდებ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
1tv.ge