რუსეთისთვის სანქციებისგან გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენა, ეკონომიკური კავშირების გამყარება ჩინეთთან - ეს ყველაფერი ევროპისკენ/ევროკავშირისკენ სწორ სვლას ჰგავს, - ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ირონიით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტსა და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.
„მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის" - წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე".