კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მე-11 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებას ეხმაურება და საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ცნობას უკანონოს უწოდებს. 

„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა. საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების კონსტიტუციურობის დავას განიხილავს, 150-ვე დეპუტატის მანდატის კანონიერება გასაჩივრებულია. ასეთ დროს პარლამენტი ვალდებულია, სასამართლოს დაელოდოს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ასეთ ვითარებაში პარლამენტი მიიღებს იქნება უკანონო, არა მხოლოდ უფლებამოსილების ცნობა, არამედ კანონი, ბიუჯეტი, მთავრობის დამტკიცება“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.