საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამო დაიკეტება ე.წ. გამშვები პუნქტები „რაზდახანი“ და „პერევი“. გადაწყვეტილება მიიღეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული თათბირზე, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი ხელმძღვანელობდა.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით, სახელმწიფო სასაზღვრო გამშვები პუნქტების: "რაზდაჰანი" და "პერეუ" მუშაობა გამარტივებული წესით, 2024 წლის ოქტომბერში, შეჩერდეს“, - ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლებს ე.წ. საზღვრის კვეთა ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეეძლოთ.