ყოფილი ელჩები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ კოლეგებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად ტოვებენ თანამდებობებს.

"ჩვენ, საქართველოს ყოფილი ელჩები, სოლიდარობას ვუცხადებთ კოლეგებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად ტოვებენ თანამდებობებს;სრულად ვიზიარებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების, 28 ნოემბრის, ერთობლივ განცხადებას;მივესალმებით საქართველოს ახალგაზრდა ელჩების მიმართვას; მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჩერება და უმნიშვნელოვანესი პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, საქართველოს ტოვებს ისეთი რისკების წინაშე, რომლებთან გამკლავება ქვეყანას დამოუკიდებლად არ ძალუძს.მცდარი არგუმენტია, თითქოს ევროკავშირში დღესვე გაწევრიანება საქართველოს ზოგიერთ პარტნიორთან ურთიერთობაში პრობლემებს შეუქმნის. არც უსაფრთხოების, არც მატერიალური და არც კულტურული ფასეულობების თვალსაზრისით, ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ღირებული საქართველოსთვის არაფერია. 1. ირაკლი კოპლატაძე2. დავით დონდუა3. ეკატერინე სირაძე-დელონე4. გოჩა ჯავახიშვილი5. შოთა ღვინერია6. ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე7. გიორგი შარვაშიძე(განცხადება ღიაა ხელმოწერის მსურველთათვის)", - წერია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადება საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა გამოაქვეყნა.

"გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ სად იქნება 2030 წელს, მიიღებენ ახლა და არა 2028 წელს. ამიტომ, კი არ უნდა გავყინოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ გავაათმაგოთ ძალისხმევა, რომ ევროპის ახალ პოლიტიკურ რუკაზე საქართველო სწორ მხარეს აღმოჩნდეს," - წერია ყოფილი ელჩების განცხადებაში.

აქვე განმარტებულია, რომ მცდარი არგუმენტია, თითქოს ევროკავშირში დღესვე გაწევრიანება საქართველოს ზოგიერთ პარტნიორთან ურთიერთობაში პრობლემებს შეუქმნის.