იატაკქვეშა ფულის ხარჯვა  ხდება საქართველოში „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მიერ და ეს ფონდის ევროპარლამენტარების მხრიდან იმართება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„იატაკქვეშა ფულის ხარჯვა  ხდება საქართველოში „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მიერ, ამ ფონდის მმართველობაში არიან ევროპარლამენტარები, იმართება ევროპარლამენტარების მხრიდან. ევროპარლამენტარები მართავენ „ევროპის დემოკრატიის ფონდს“, მათ შორის გამომსვლელებიც იყვნენ, ქალბატონი ანა ფოტიგა, ბატონი მიხაელ გალერი, ისინი არიან მმართველ საბჭოში. ასე რომ, ეს კანონპროექტი მათაც ეხება, მათ გამჭვირვალობას ეხება და პარადოქსია, ინტერესთა კონფლიქტია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა თავად არ იყვნენ გამჭვირვალეები და დაფარულად დახარჯონ ის ფული, როგორც ხარჯავენ აქამდე. შეგახსენებთ, რომ ამ ევროპარლამენტარების მმართველობით საქართველოში ფარულად ფული იხარჯება რადიკალურ პარტიებზე,მაგალითად, „დროაზე“, იხარჯება რადიკალურ ჯგუფებზე, მაგალითად, „სირცხვილიაზე“, „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებაზე. ასეთ ინფორმაციას, სამწუხაროდ, კანონის არარსებობის პირობებში ვერ ვიგებთ პირდაპირ და შემთხვევით ვიგებთ ხოლმე. მაგალითად, ქალბატონი ელენე ხოშტარიას ფეისბუქპოსტიდან გავიგეთ შემთხვევით, თურმე „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებს ენჯეო „დროას“, რომელიც არის პარტია „დროას“ ასლი და ამით არაპირდაპირ მიდიოდა პარტიის დაფინანსება. ეს არის კანონის გვერდის  ავლა და ჩარევა პოლიტიკაში, ეს არის რადიკალების დაფინანსება. ევროპარლამენტარების ამ ჯგუფს უნდა, რომ დარჩეს ჩრდილში ის ფული, რომელსაც ეს ორგანიზაცია ხარჯავს იატაკქვეშ, ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.