„ბევრი რამ დამოკიდებული იქნება თავად საქართველოზე. რეკომენდაციების შესრულება იქნება საკვანძო საკითხი, რომელიც მისცემს ევროპულ საბჭოს საშუალებას, მიიღოს გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის საბჭო საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იმ ანგარიშზე დაყრდნობით მიიღებს, რომელსაც ევროკომისია ზაფხულის შემდეგ გამოაქვეყნებს.

„ევროკომისია ანგარიშს ზაფხულის შემდეგ გამოაქვეყნებს და ამ ანგარიშზე დაყრდნობით ევროპის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს, სავარაუდოდ, იქნება დეკემბერში. ჩვენ მივესალმებით ბოლო პერიოდში საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს. ყველაფერს გავაკეთებთ, საქართველოს მცდელობების მხარდასაჭერად. ვნახავთ ანგარიშს ზაფხულის დასასრულს. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება თავად საქართველოზე. რეკომენდაციების შესრულება იქნება საკვანძო საკითხი, რომელიც მისცემს ევროპულ საბჭოს საშუალებას, მიიღოს გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით," - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა