ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
25 მომხრე და 2 წინააღმდეგი - კენჭისყრა ამ შედეგით დასრულდა.
გადაწყვეტილება ძალაში მარტის დასაწყისში შევა.
„დასრულებულია! ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას. გადაწყვეტილება ძალაში შედის მარტის დასაწყისში“, - წერს სოციალურ ქსელში რიკარდ იოზვიაკი.