ევრომაიდანმა ფორმა მისცა ახალ ევროპულ მომავალს, სადაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთად იდგებიან ევროპულ ოჯახში.ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“პატივს მივაგებთ ურყევი ღირსებისა და თავისუფლების ათწლეულს!

2023 წელს ევრომაიდნიდან მე-10 იუბილე აღინიშნება - ძლიერი მომენტი, რომლის ექო საზღვრებს გასცდა, ფორმა მისცა ახალ ევროპულ მომავალს, სადაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთად იდგებიან ევროპულ ოჯახში”, - წერს ზურაბიშვილი.